ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს - ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

12.11.26 11:00
ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს - ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ მის წინააღდმდეგ  „არაკაცური საქციელი ჩაიდინეს“.

ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყენბს. 

„გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება“,- წერს ცოტნე ივანიშვილი.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს სასტუმროში რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.