დააკავეს პირი, რომელმაც გურჯაანში მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ფული და პირადი დოკუმენტები მოიპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა და დაზარალებულის პირადი დოკუმენტები მოიპარა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.