სოფია სიგუას პირველი კომენტარი მისი ქმრისთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების შემდეგ
თავს დაცულად არ ვგრძნობ - ეს არის სოფია სიგუას პირველი კომენტარი მისი ქმრისთვის, იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების შემდეგ.
ქალი ამბობს, რომ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, იოსებ სიგუას სისტემაში მფარველები ჰყავს და ამას უკავშირდება სწორედ სააპელაციო სასამართლსო გადაწყვეტილებაც.
მოსამართლემ გააუქმა ეს შემაკავებელი. ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს გადაწყვეტილება, რადგან სამაჯური მოსამართლე კვაჭანტირაძემ დატოვა ძალაში და სავარაუდოდ, შემაკავებელი იმიტომ გააუქმა, რომ უკვე ვადა ჰქონდა მოხდილი. მას მთელი ეს სისტემა იცავს, იმიტომ, რომ როგორ შეიძლება შენ შემაკავებელი დაარღვიო და არ დაგაპატიმრონ. ხალხზე მოქმედებენ ამით, რომ ჩვენ კი დავუტოვეთ სამაჯური, მაგრამ ახლა გავუუქმეთ, ანუ ორმაგ სტანდარტში მუშაობენ. ვიცოდი, რომ მას მფარველობდნენ, მე დაცულად არასოდეს არ ვგრძნობ თავს. ე.ი. მე ეს 13 წელი რომ ვიყავი ჩუმად, თურმე უნდა გამეგრძელებიან ჩუმად ყოფნა, იმიტომ, რომ რა შეგრძენებაც მქონდა მშინ დაუცველობის, რომ სამართალი ჩემკენ არ იქნებოდა, ზუსტად ეს დამიდასტურეს ამათმა", - ამბობს სოფიო სიგუა.
სააპელაციო სასამართლომ შსს-ს ყოფილ მაღალაჩინოსანს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი, სოფია სიგუა ძალადობაში ადანაშაულებდა, შემაკავებელი ორდერი გაუუქმა.
წინა კვირას ასევე ვადა გაუვიდა ელექტრონულ სამაჯურსაც.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში დაადანაშაულა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.