მოლდოვამ აზერბაიჯანს წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე გადასცა

13.08.26 15:19
მოლდოვამ აზერბაიჯანს წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე  გადასცა

მოლდოვამ აზერბაიჯანს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში.

საქმე ეხება 45 წლის კაცს, რომელიც ბაქოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

მედია წერს, რომ კაცი კიშინიოვის აეროპორტში 22 მაისს დააკავეს. აზერბაიჯანს კი აგვისტოში გადასცეს.