ჰუმანიტარული აქტი თუ ბიზნესის გარიგება? - როგორ შეიტანეს 3 000 ტონა საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში
როგორ და როდის შეიტანა ოკუპირებულ აფხაზეთში ათასობით ტონა საწვავი?! მეორე დღეა “ქართული ოცნება“ დუმს და დეტალებს არ ამხელს. ჯერ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიზნესმა შეიტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი, შემდეგ კი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სხვა ქვეყნად მოგვიხსენია და თქვა, რომ ხელი არ შეუშლია საწვავის მიწოდებისთვის.
ეს იყო ჰუმანიტარული აქტი თუ ბიზნესის გარიგება? ამ კითხვაზე პასუხი წყვეტს, დაირღვა თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ.
კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობას კრძალავს, გამონაკლისიც განსაზღვრულია, მაგრამ კომპანიას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება მთავრობის ნებართვა.