სიგუას საქმე - მაღალჩინოსნის ცოლი დარწმუნებულია, რომ ქმარმა გავლენებით ისარგებლა
სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. არადა ორდერსაც და ე.წ ელექტრუნულ სამაჯურსაც, ვადა 9 აგვისტოს ისედაც გაუვიდა.
იოსებ სიგუა მედიას გაექცა და არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა. სამაგიეროდ, საკუთარ ვერსიებზე კამერის წინ ღიად ისაუბრა სოფია სიგუამ და ყოფილი ქმრის მხილება გააგრძელა.
ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, სოფიო სიგუამ „პირველებთან“ საუბრისას ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში თავს დაცულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ გრძნობდა, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად ემიგრაციაში წასვლა მიაჩნდა.
სოფია სიგუა, გასულ თვეშიც, ჩვენი კამერის წინ საუბრობდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე შემაკავებელ ორდერსა და ე.წ ელექტრონულ სამაჯურს არაფრად მიიჩნევდა. ურეკავდა, მის სიახლოვეს მოძრაობდა და სიცოცხლის მოსპობით, ჟესტიკულაციით, სასამართლო დარბაზშიც კი ემუქრებოდა.