4 გარდაცვლილი და 20-მდე დაშავებული - გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგები

13.08.26 20:42
4 გარდაცვლილი და 20-მდე დაშავებული - გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგები

ტრაგედია გურიაში - მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა,  ხრამში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 20-მდე ადამიანი.

სამაშველო ოპერაცია გომის მთის გზაზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაშავებულები ბათუმისა და გურიის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანილი 11 პირიდან  6 ბავშვია. 

მიკროავტობუსში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ერთადერთი ქართველი მძღოლი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი უკვე დააკავა, თუმცა დაზიანებები მასაც აღენიშნება და ამ დრომდე ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - კლინიკიდან გაწერის შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

ვრცლად ნახეთ “პირველების“ რეპორტაჟი.