ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში: ბოლო დღეებში 135 დაკავებული - რა დევს საქმეში
სამალავები ავტომობილების ძველ საბურავებში და უკაცრიელ ადგილებზე. სადარბაზოების შემდეგ მკვლელი ნივთიერების გამსაღებლებმა ნარკოტიკის დამალვის ახალ მეთოდებს მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. ხელბორკილები დაადეს 135 პირს, საიდანაც 55 რეალიზატორია.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის დიალოგებიც და აღბეჭდილია ფულის სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის მკვლელი ნივთიერების გადაცემა.
მასშტაბურ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირებს პოლიცია თვეების მანძილზე უთვალთვალებდა. ჩატარდა ათობით საკონტროლო შესყიდვაც. ნივთმტკიცების სახით დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და უკანონო იარაღები.
დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. მათ ნაწილს გამოძიება რეალიზაციას ედავება.