დადგენილია კომპანია, რომელმაც საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა
კომპანია, რომელმაც საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა შპს “სოლიდუსია“.
ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „პირველებს“ დაადასტურა.
არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა. მისი თქმით, მას სპეციალური საბუთიც აქვს და უკანონობა არ ჩაუდენია.
აბა უკანონობას ხომა რ ჩავიდენდი? 7 წელია ამას ვაკეთებ, უბრალოდ, ბენზინის შესაძლებლობა ახლა გაჩნდა. რატომ გაჩნდა ეგეც იცით, რუსეთს აღარ აქვს საწვავი და არის დეფიციტი. გაჩნდა საშუალება რომ აფხაზურ-ქართულ მხარეს ერთად შეესრულებინა ეს ტრანზაქცია. რომელიც 33 წელია არ ყოფილა, - ამბობს ის.
მისივე თქმით, მოხდა ბენზინის გატანა და დიზელი არ გაუტანია. არველაძე არ ასახელებს კომპანიას, რომლისგანაც საწვავი შეიძინა.
ეგ უნდა ვკითხო, გითხრათ თუ არა, მთავრობა არ მოუმართავს, ჩემით გავიტანე, - ამბობს ის.
არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი, თუმცა რისკებისგანდ აზღვეული არ არის, რომ რუსების ხელშიც მოხვდება.
რისკები ბევრი არსებობს რა თქმა უნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზედა ამ რისკებში ვმონაწილეობ მეც - ახადებს გიორგი არველაძე.
მისივე თქმით, აფხაზური მხრიდან თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, სიამოვნებით კიდევ მიაწვდის.