"სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს" - დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდასაჭერად გამოფენა გაიმართა
დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გასაძლიერებლად და მათ მხარდასაჭერად, თბილისში გამოფენა გაიმართა.
ადგილზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა თავად გამოეაშკარავებინა მესიჯები, რომელიც ქალაქის კედლებიდან გააქრეს.
გამოფენაზე ინტერაქციული ექსპოზიცია იყო წარმოდგენილი.
ეს არის სინათლე მედიის მხარდამჭერი ღონისძიება, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიების გაძლიერებააა. ამ მიზნით, გამოფენაზე მისულ მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ და პარტნიორი ბრენდების პროდუქციის შეძენით, ნავაჭრი თანხის გარკვეული ნაწილი, ონლაინ მედიების მხარდასაჭერად გადაირიცხა.