დაელოდეთ მოვლენებს - ნარმანია ვერ ამბობს გაძვირდება თუ არა იანვრიდან გაზის და წყლის გადასახადი

12.11.26 17:34
დაელოდეთ მოვლენებს - ნარმანია ვერ ამბობს გაძვირდება თუ არა იანვრიდან გაზის და წყლის გადასახადი

გაძვირდება თუ არა იანვრიდან გაზის და წყლის გადასახადი - ამის შესახებ დეკემბერში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სემეკი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

დავით ნარმანია არ აკონკრეტებს, ვის და როგორ გაუძვირდება ტარიფი იანვრიდან და ამბობს, რომ ამის შესახებ მოგვიანებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც სატარიფო წარმოების ფარგლებში კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება. 

დაელოდეთ მოვლენებს, ჯერჯერობით მიმდინარეობს სატარიფო წარმოება, რომლის ფარგლებშიც  კონკრეტული საკითხები გამოკვეთილი არ არის. როგორც კი გამოიკვეთება, გაცნობებთ აუცილებლად, - ამბობს ნარმანია.

რაც შეეხება განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ის ადამიანი, ვინც აუზს ათბობს ზამთარში, უფრო მეტს გადაიხდის, დღეს აღარ გაუმორებია. 

მოდი დავტოვოთ ეგ მონახაზი მონახაზად, როგორც იყო, სხვა დანარჩენი ახალს ვერაფერს გეტყვით"- დასძინა დაით ნარმანიამ. 

ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ მასაც აქვს აუზი და ორანჟერეა და ჰკითხა, საკუთარი გამოცდილებით ხომ არ გადაწყვიტა, ტარიფების დიფერენცირება.

დაელოდეთ, ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, თავის დროზე გაიგებთ ყველაფერს, როცა შესაბამისი გაანგარიშებები გაკეთდება, - თქვა მან.

ცნობისთვის, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს. 

მსგავსი სიახლეები