“ქართლის ამბები“: გორში მამაკაცი სახლიდან გასახლების შემდეგ დაიღუპა

12.11.26 16:23
“ქართლის ამბები“: გორში მამაკაცი სახლიდან გასახლების შემდეგ დაიღუპა

გორში, მამაკაცი სახლიდან გასახლების შემდეგ, დაიღუპა.  ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ქართლის ამბები“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯუმბერ ახალკაცი ჭალის დასახლებაში, ალიმბარაშვილის ქუჩაზე, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობდა.

,,არაერთხელ მივმართეთ აღსრულებას, რომ არ შეიძლებოდა ამ კაცის სახლიდან გასახლება. წარვადგინეთ ავადმყოფობის შესახებ ცნობები. მაგრამ მაინც მიიღეს გასახლების გადაწყვეტილება და გაასახლეს. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი სახლიდან გაასახლა,'' - ამბობს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გასახლების შემდეგ, ცოლ-ქმარი, ნაზო და ჯუმბერ კურტანიძეები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა მამაკაცმა ვეღარ გაუძლო.

მსგავსი სიახლეები