სასულიერო პირის მიმართ გინება ძალიან ცუდი ტონია და პასუხი უნდა გაეცეს - მამა თეიმურაზი
ქვეყანაში, მე მგონი, კონტროლდება სოციალურ ქსელში გინება, ძალიან ბევრი ადამიანი, ბოლო ხანებში დააკავეს, დააჯარიმეს და ზოგი ელოდება სასამართლო პროცესს, სტატუსების გამო, მე მგონი, ამ მხრივ მიკერძოება არ უნდა არსებობდეს, - ასე ეხმაურება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან მეუფე იობის გინებას.
როგოც სასულიერო პირი ამბობს, თუ ვინმესთვის არ შეიძლება გინება საჯარო სივრცეში და ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, მითუმეტეს, სასულიერო პირის მიმართ ეს ძალიან ცუდი ტონია და პასუხი უნდა გაეცეს.
რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, ვინმეს კონკრეტული აზრი და შეხედულება, ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფის მიყენება და ამ ყველაფრის ბილწი სიტყვებით გაფორმება, ყოვლად შეუფერებელი და შეუთავსებელია ქრისტიანულ სულისკვეთებასთან. ნებისმიერი სასულიერო პირი არ არის შეზღუდული თავისი დამოუკიდებელი და თავისუფალი აზრების გამოთქმისგან, თუ ის ხედავს, რომ რომელიმე ხელისუფლება რაიმე ისეთ კანონს იღებს, ან ორიენტირს ირჩევს საზოგადოებისთვის, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის, მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკრიტიკოს. ქვეყანაში, მე მგონი, კონტროლდება სოციალურ ქსელში გინება, რამდენადაც მე წავიკითხე ინფორმაცია, ძალიან ბევრი ადამიანი ბოლო ხანებში დააკავეს, დააჯარიმეს და ზოგი ელოდება სასამართლო პროცესს, სტატუსების გამო, მე მგონი, ამ მხრივ მიკერძოება არ უნდა არსებობდეს, ყველა ადამიანისთვის საერთო უნდა იყოს ეს. თუ ვინმესთვის არ შეიძლება გინება საჯარო სივრცეში და ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, მითუმეტეს, სასულიერო პირის მიმართ ეს ძალიან ცუდი ტონია და პასუხი უნდა გაეცეს, - ამბობს სასულიერო პირი.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა. ინციდენტი 2026 წლის 11 ნოემბერს მოხდა და ის სასულიერო პირის მიერ ხელისუფლების მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
„იობ ტვაიუ მაწ რა...“ - დაწერა ნაცვლიშვილმა და იქვე მიაწერა, რომ რუსული შრიფტი გაეჭედა.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
- “ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
- "ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
- სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
- ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
- მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს