მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა - არქიმანდრიტი დოროთე
მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა - ამის შესახებ არქიმანდრიტიმა დოროთემ (ყურაშვილი) განაცხადა.
სასულიერო პირი დღევანდელ რეალობას კომუნისტების დროს ადარებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ კომუნისტების დროს ხდებოდა, როდესაც ეკლესიის მიმართ ცენზურა იყო დაწესებული.
“ეკლესიის დადუმებას ცდილობენ“, - თქვა არქიმანდრიტმა.
მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა. მან თავის ქადაგებაში თქვა, რომ ურწმუნო ხელისუფლება გვყავს. რა უფლება აქვს პარლამენტარს, ან ახელმწიფო მოხელეს, რომ თქვა, ამბიონი არ შეიძლება პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენოს. სად უწერია ეს, რომელ კონსტიტუციაში, რომ მღვდელს არ შეუძლია გააკრიტიკოს ის მთავრობა, რომელიც მის მრევლს ქუჩაში სცემს, რა თქვა ისეთი, რაც არ ხდება. აი, მაგალითად, დაიცალა საქართველო, ამაზე რა დიალოგი უნდა გამართონ, უნდა დაუმტკიცონ, რომ არ გასულა ხალხი? არ არის გასული? შემოდიან უცხოელებიო - ამაზე რა დიალოგი უნდა გამართონ? არ არის ასე? კორუფცია არისო, რა დიალოგი გამართონ 7 მილიონისთვის ზის მათი პრემიერი. ეკლესიის დადუმებას ცდილობენ. ესეთი ცენზურა ეკლესიასთან მიმართებაში, ალბათ მარტო კომუნისტების დროს იქნებოდა, მაგის შემდეგ მე არ მახსოვს ეკლესიის მიმართ ცენზურა, - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა. ინციდენტი 2026 წლის 11 ნოემბერს მოხდა და ის სასულიერო პირის მიერ ხელისუფლების მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
„იობ ტვაიუ მაწ რა...“ - დაწერა ნაცვლიშვილმა და იქვე მიაწერა, რომ რუსული შრიფტი გაეჭედა.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
- “ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
- "ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
- სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
- ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
- მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს