მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს

12.11.26 15:31
მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს

კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს.

როგორც სასულიერო პირი “პირველებს“ ეუბნება, მეუფე იობს ჰქვია ბიბლიური პატრიარქის სახელი და ამ სიტყვაზე კალმბურის აგება, გინებისთვის გამოყენება ამ სიტყვის, შეურაცხყოფის მიყენებაა არა მეუფე იობისთვის, არამედ ბიბლიური პატრიარქის სახელისთვის.

კი არ ვწყევლი, პირიქით, ვაფრთხილებ. სასწრაფოდ წავიდეს და აღსარება თქვას, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ესეთი ვულგარული მიმართვა, სასულიერო პირის მიმართ, სასულიერო პირზე კი არა, იმაზე მეტყველებს, ვინც ამას აკეთებს. აქ არის ერთი ძალიან სერიოზული გარემოება, ამ ლანძღვაში, თუ გინებაში,ა რის სიტყვების თამაში. მეუფე იობს ჰქვია ბიბლიური პატრიარქის, მართალი, მრავალტანჯული იობის სახელი და ამ სიტყვის გათამაშება ასე და მასზე კალმბურის აგება, გინებისთვის გამოყენება ამ სიტყვის, შეურაცხყოფის მიყენებაა არა მეუფე იობისთვის, არამედ ბიბლიური პატრიარქის სახელისთვის. ამ სიტყვებს რომ ადამიანი პირიდან ამოუშვებს, ის ძალიან დაისჯება, მე კი არ ვემუქრები და რაღაც, ძალიან სერიოზულია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს ეს ადამიანი და აღსარება თქვას, რომ ასეთი რამე მოუვიდა, თორე ისეთი რაღაც დაემართება, აგერ ვნახავთ ყველანი. კი არ ვწყევლი, პირიქით, ვაფრთხილებ. სასწრაფოდ წავიდეს და აღსარება თქვას, მეტი ახლა რა უნდა დაისაჯოს, ისე დაისჯება, რომ აღარავის მოგვინდება მაგ ადამიანის დასჯა. ისეთი სასჯელი ექნება, სასწრაფოდ, სანამ დროა არის, წავიდეს და აღსარება თქვას, ვინც ეს პოსტი გამოაქვეყნა, - ამბობს სასულიერო პირი. 

ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა. ინციდენტი 2026 წლის 11 ნოემბერს მოხდა და ის სასულიერო პირის მიერ ხელისუფლების მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

„იობ ტვაიუ მაწ რა...“ - დაწერა ნაცვლიშვილმა და იქვე მიაწერა, რომ რუსული შრიფტი გაეჭედა.

მსგავსი სიახლეები