საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე! - ეპისკოპოსი გიორგი ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს

12.11.26 15:37
საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე! - ეპისკოპოსი გიორგი ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს

"საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და შენდობა ითხოვეთ მეუფე იობის წინაშე!" - ამ სიტყვებით მიმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯანმდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში მეუფე იობს აგინა. 

სასულიერო პირი "ოცნების" პროპაგანდისტს ურჩევს პასუხისმგებლობა აიღოს იმ სიტყვებისთვის, რაც მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მისამართით გააჟღერა. 

მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!
სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!- წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. 

ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები: