უტა ბერიამ ლოკარნოს კინოფესტივალზე მიღებული პრიზი პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა

16.08.26 10:14
უტა ბერიამ ლოკარნოს კინოფესტივალზე მიღებული პრიზი პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.

რეჟისორმა მიღებული ჯილდო პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა.

მინდა ეს პრიზი მივუძღვნა მათე დევიძეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. ის მონაწილეობდა იმ პროტესტში, სადაც ეს ფილმი გადავიღეთ. ის იბრძოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ეს მათეს ეძღვნება” - თქვა უტა ბერიამ ჯილდოს მიღების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

ფილმის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპტოტესტო აქციების დროს არის გადაღებული.

ფილმში 16 წლის ელენე და თავისი ოჯახის წევრები სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თავისუფლებისთვის საყოველთაო ბრძოლის ფონზე, ელენეს მოუწევს თვალი გაუსწოროს თავისი ოჯახის დაშლის მიზეზებს.

საპროდიუსერო კომპანია 1991 PRODUCTIONS 2017 წელს დაფუძნებული კინო საპროდიუსერო კომპანიაა, ნინო ჩიჩუას და ანა ხაზარაძის მიერ.
კომპანიის ფილმებია ლევან აკინის მხატვრული ფილმი „გზაჯვარედინზე
“ (Crossing), რომელმაც 2024 წელს გახსნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Panorama სექცია და Teddy Jury Award
მოიპოვა. ქეთევან ვაშაღაშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი" (9-Month Contract, 2025) რომლის მსოფლიო პრემიერა გაიმართა CPH:DOX-ზე, სადაც ფილმი
ადამიანის უფლებების ჯილდოთი დაჯილდოვდა. კომპანიის სხვა ნამუშევრებს შორისაა „ღიმილიანი
საქართველო “ (Smiling Georgia), რომლის პრემიერაც 2023 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, და „დიდება დედოფალს“ (Glory to the Queen), რომელმაც 2021 წელს საქართველოში საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მოიპოვა.
კომპანიის უახლესი ნამუშევარია, უტა ბერიას მხატვრული ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ (Tear Gas), რომელიც მსოფლიო პრემიერას 2026 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის Cineasti del
Presente სექციაში გამართავს.