ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა
ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბელარუსის მოქალაქე იყო.
მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.