დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინა

17.08.26 12:25
დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ არსებობდა ხელშეკრულება რომლის თანახმად, სესხის სანაცვლოდ ბრალდებულს ყოველ თვე დაზარალებულისთვის ათას ორასი დოლარის სარგებელი უნდა გადაეხადა. თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი არსებობდა შეთანხმება რომ დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.

სამ თვეში, ბანკიდან აღებული სესხის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად ბრალდებულს საერთოდ არ ეკუთვნოდა და დაკავებული დაზარალებულის კუთვნილ 17 ათას ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1 200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა. შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხის თანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი, დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაზარალებულს სხვა - მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.

სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30 000 აშშ დოლარი დაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 17 640 ლარს, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა" - აცხადებს შსს.

პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.