"ომი დაიწყო რუსეთმა, ჩვენი გმირების სახელს ვერავინ შეურაცხყოფს" - გიორგი ანწუხელიძის ცოლი
გიორგი რომ აქ ასვენია, ეს ყველაფერი რუსეთმა ჩაიდინა, ამიტომ, ჩვენთვის რუსეთი ყოველთვის იქნება მტერი და ვერასდროს ვისაუბრებ მასზე კარგს - ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ გააკეთა.
ცხინვალში წამებით მოკლული ქართველი სერჟანტის, მეუღლე ამბობს, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია დისკუსია თემაზე, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი.
ჩიკვილაძე მეუღლესთან ბოლო საუბარსაც იხსენებს და ამბობს, რომ გიორგი აქეთ ამშვიდებდა, “ნუ გეშინია, არაფერი მომივაო“.
გმირები იმდენ ხალხს უყვარს, რომ მათი შეურაცხყოფა არ მგონია, ვინმემ შეძლოს, - ამბობს მაკა ჩიკვილაძე.
18 აგვისტოა დღეს, გიორგის დაბადების დღე, 42 წელი შეუსრულდებოდა, უკვე მე-18 წელია ამ დღეს მის გარეშე ვხვდებით, მოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. 6 აგვისტო რომ დაღამდა, გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ, შემდეგ მე დამირეკეს და მე გავაღვიძე, ეძინა. ვუთხარი, სროლის ხმა ისმის, მე მგონი ომი დაიწყო და გიძახებენ, ფრთხილად იყავით-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო, დამამშვიდა აქეთ.
ფაქტი ის არის, რომ გიორგი აქ წევს, აქ ასვენია და ეს ყველაფერი რუსეთმა ჩაიდინა, ამიტომ, ჩვენთვის რუსეთი ყოველთვის იქნება მტერი და ვერასდროს ვისაუბრებ მასზე კარგს. რაც აქამდე ვიცოდი, ომი რუსეთმა დაიწყო და ახლა რა შეიცვალა არ ვიცი.
გმირები იმდენ ხალხს უყვარს, რომ მათი შეურაცხყოფა არ მგონია, ვინმემ შეძლოს, - ამბობს მაკა ჩიკვილაძე.
საქართვლოს ეროვნული გმირი დღეს 42 წლის გახდებოდა - 18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. სწორედ ამ თარიღთნ დაკავშირებით ანწუხელიძის საფლავზე დილიდან თავდაცვის ძალები, ოჯახის წევრები და მეგობრები მივიდნენ.