„სპეცოპერაცია“ უკრაინაში - ანტიკორუფციული ორგანოები პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნის და რადას დეპუტატის სახლს ჩხრეკენ
„სპეცოპერაცია“ უკრაინაში - ანტიკორუფციული ეროვნული ბიურო (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (САП) სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკას ატარებენ უკრაინის რადის დეპუტატ ვადიმ სტოლართან და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრასთან.
- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინსკა პრავდა ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცოპერაცია ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო საქმის ფიგურანტების ვინაობასა და დეტალებს ჯერჯერობით არ ასახელებს. ბიუროში განაცხადეს, რომ საქმის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
მანამდე НАБУ-მ და САП-მა განაცხადეს, რომ სპეციალურ ოპერაციას ატარებენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზაცია მოქმედებდა მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრების ხელმძღვანელობით, მასში კი პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნები და სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.
НАБУ-ს მაშინ ორგანიზაციის სავარაუდო წევრების ვინაობა და სხვა დეტალები არ გაუვრცელებია და განაცხადა, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებდა.
ვადიმ სტოლარი უკრაინის რადაში იმ პოლიტიკური ძალიდან აირჩიეს, რომელიც ამჟამად აკრძალულია - "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის".