როგორც ჩანს, სასოწარკვეთილმა ღარიბაშვილმა ივანიშვილისგან დუმილი და იგნორი მიიღო - ხუხაშვილი

19.08.26 13:49
როგორც ჩანს, სასოწარკვეთილმა ღარიბაშვილმა ივანიშვილისგან დუმილი და იგნორი მიიღო - ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სავარაუდოდ პატიმრობა არ აკმარეს და ისევ სთხოვენ ფულს. 

პოლიტიკის ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ექს-პრემიერის პირველი წერილი. 

რაც შეეხება უკვე მეორე განცხადებას, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილისგან დუმილი და იგნორი მიიღო. 

"ღარიბაშვილს ერთგვარი ბლეფი არ გამოუვიდა და ისევ რაღაცა ბუნდოვანი, უკბილო განცხადება ვიხილეთ" - ამბობს ხუხაშვილი. 

როგორც ჩანს, მორიგი შეტევა დაიწყო მასზე.  არ კმაყოფილდებიან მისი ციხეში ჯდომით და ეს ბუნებრივიც არის, აქვთ ფინანსური პრეტენზიები მასთან, სთხოვენ  ქონების დათმობა იქნება ეს თუ ქეშით ფულს. ახლა დეტალები ჩვენ არ ვიცით, ბუნებრივია. ფაქტია, რომ ბანალურად მაფიოზური სისტემა თვლის, რომ მან საერთო სალაროდან ფული მოიპარა ამა თუ იმ ფორმით და ეს ფული მან უნდა დააბრუნოს ბიძინას სალაროში. ამ შიდა გარჩევას უკავშირდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ დროს ყველა ცდილობს, რომ თემის პოლიტიზირება მოახდინოს. 

სასოწარკვეთილი ღარიბაშვილი შეეცადა, რომ აი ამ მორიგი გაწევის მცდელობის დროს ბიძინასთვის შეეხსენებინა  თავი. როგორც ჩანს, იქიდან დუმილი და იგნორი მიიღო და მიხვდა, რომ ეს ერთგვარი ბლეფი მას არ გამოუვიდა და ისევ რაღაცა ბუნდოვანი, უკბილო განცხადება ვიხილეთ.

ყველაფერი ეს მუშაობს ბიძინას სასარგებლოდ. რა გგონიათ ახლა, რარიბაშვილი ან ვინმე რომ ლანძღავს კობახიძეს, ეს მას ანერვიულებს? სულაც არა. ბიძინას ეს აწყობს, რადგან ამით სუსტდებიან ისინიც, ვისაც კიდევ რაღაც ილუზიები და ამბიციები აქვთ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.  

პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

მსგავსი სიახლეები