"გიორგი ჩიკვაიძე არ გაჩუმებულა, მე მისი თანამებრძოლი ვარ და ვართ ჩართული დიდებულ ბრძოლაში" - ეკა წერეთელი სააკაშვილს პასუხობს

20.08.26 17:20
"გიორგი ჩიკვაიძე არ გაჩუმებულა, მე მისი თანამებრძოლი ვარ და ვართ ჩართული დიდებულ ბრძოლაში" - ეკა წერეთელი სააკაშვილს პასუხობს

"გიორგი ჩიკვაიძე არ გაჩუმებულა, მე მისი თანამებრძოლი ვარ და ვართ ჩართული დიდებულ ბრძოლაში" - ასე ეხმაურება დაკავებული ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ჩიკვაიძე ჯერ დაიჭირეს და შემდეგ ციხეში მოწამლეს და მას შემდეგ ხმას აღარ იღებს".

ეკა წერეთლის თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს პენიტენციური დაწესებულებიდან თავისუფალი წვდომა სოციალურ ქსელებთან და პირდაპირი ეთერი არ აქვს. 

გიორგი ჩიკვაიძის დედა აღნიშნავს, რომ პატიმრების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ უფრო მეტი მოფრთხილება და პასუხისმგებლობაა საჭირო, როცა ასეთ განაცხადს აკეთებ. 

გიორგი ჩიკვაიძეს არ შეიძლება დააბრალო ან რაიმე გარიგება, ან რაიმე დადუმება და გაჩუმება, ან რაღაცა შიშის ფაქტორი. ბატონ მიხეილ სააკაშვილის წერილში, მეც ძალიან გული დამწყდა ეს რომ ვნახე და თქვა, რომ გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ФСБ-ს ურთიერთობა მთავრობასთან, რომელიც შემდეგ დაიჭირეს, მოწამლეს და ახლა გაჩუმდა. გიორგის არ აქვს საშუალება რომ ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სოციალურ ქსელებთან, ასევე ყოველდღიური პირდაპირი ეთერი და უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის.

შემდეგ ამას მოჰყვა მეორე წერილი ნიკა გვარამიასი, რომელმაც სხვათა შორის თქვა, რომ ამდენი სიცრუე არ უნდა დაეწერაო მიხეილ სააკაშვილსო, როგორ შეიძლება მას დააბრალო გაჩუმებაო. 

გიორგი ჩიკვაიძე არ გაჩუმებულა, მე მისი თანამებრძოლი ვარ და ვთვლი თავს თანამებრძოლად და ვართ ჩართული იმ დიდებულ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია მშობლების ბრძოლა, თავისი შვილების და ქვეყნის თავისუფლებისათვის. ამიტომ ეს იყო ძალიან გულსატკენი და მე მესმის, რომ ყველანაირი პატიმრის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ უფრო მეტი მოფრთხილება გვჭირდება და უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როცა რაიმე ასეთ განაცხადს აკეთებ. არ შეიძლება დააბრალო ადამიანს ის, რაშიც, პირიქით, 24/7-ზე, წერილშიც აქვს აღნიშნული, იბრძვის, რომ რა შეიძლება გაკეთდეს და იქ წერილში ყველაფერი ნათლად ჩანს. ძალიან დიდი გეგმები აქვს, მთავარია იყოს თავისუფლებაზე და კარგ საქართველოში ის აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც მისი ქვეყნისთვის იქნება კარგი," - ამბობს ეკა წერეთელი

ცნობისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გავრცელებულ წერილში გიორგი ჩიკვაიძემ უპასუხა

მსგავსი სიახლეები