ადვოკატი უარყოფს, თითქოს, წინასწარ იცოდა დადიანიძის FACEBOOK გვერდზე რომ პოსტი დაიწერებოდა

20.08.26 20:23
ადვოკატი უარყოფს, თითქოს, წინასწარ იცოდა დადიანიძის FACEBOOK გვერდზე რომ პოსტი დაიწერებოდა

 

 

 

12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის ადვოკატი უარყოფს შსს-მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს, მან წინასწარ იცოდა, დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე თუ რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელება იგეგმებოდა.

კაკაბაძე ამბობს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და მას ამის მტკიცებულება აქვს.

ადვოკატის თქმით, მან წინასწარ არ იცოდა,მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც პოსტი დაწერეს.

თითქოს, მე ვიცოდი ამ პოსტის შესახებ, რომ დაიწერებოდა ეს არის სიცრუე, მტკნარი ტყუილი, მე მაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მხოლოდ მას შემდეგ გავიგე ამ პოსტის შესახებ, რაც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვედი, როდესაც გამოვედი აეოპორტიდან, ერთ-ერთი ექაუნთიდან მივიღე ინფორმაცია - ბატონო ტარიელ, ჩვენ დავწერეთ აღნიშნულის შესახებ, ანუ, პიროვნება, ფეიკ-ექაუნთით “ნასვამი ჩოჩორი“ მწერს ასეთ რაღაცას, ეს არის ფეიკ-ექაუნთი, რომელიც მანამდე დამიკავშირდა და მითხრა, რომ გარკვეული ინფორმაციები უნდა მოგაწოდო, საქმესთან დაკავშირებითო. მეთქი, სიამოვნებით, მე ყველასგან მოცემულ ინფორმაციას გამოვიყენებ-თქო. შემდეგ უკვე, როდესაც პოსტი იწერება, მომდის მესიჯი, რომ ბატონო ტარიელ, იცოდეთ, რომ ჩვენდ ავწერეთ ეს, რომ პროკურატურა გამოფხიზლებულიყოო. მე, რა თქმა უნდა, მას ვუსაყვედურე, რომ მსგავსი რაღაც არის დაუშვებელი და ამას გამოიყენებენ დისკრედიტაციის მიზნით. ძალიან ეჭვი შემეპარა ამ ადამიანში და მივხვდი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რათა შემდეგ ჩვენთვის დაებრალებინათ მსგავსი პოსტის დაწერა, ყველა ეს მესიჯი შენახული მაქვს, - უთრა “პირველებს“ კაკაბაძემ.

„პირველები“ სოფო ბიბილაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა, მან კითხვებს არ უპასუხა და ჟურნალისტი ადვოკატთან გადაამისამართა. 

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის  „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
  • უწყების ცნობით, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები