16 წლის მოზარდი, რომელსაც შუა ხნის კაცის მკვლელობას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20.08.26 20:54
16 წლის მოზარდი, რომელსაც შუა ხნის კაცის მკვლელობას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

16 წლის მოზარდი, რომელსაც შუა ხნის კაცის მკვლელობას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმად, მოზარდის მხრიდან არსებობდა გარკვეული დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დღეს გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად არასრულწლოვანი, დანაშულის ჩადენის დროს “შეზღუდულად შერაცხადი იყო“.

  • დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.
  • ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. 
  • მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები