ვაკეთებდით ყველაფერს, გაგვერკვია, ვინ იყო იმ “ფეიკ-ექაუნთების“ უკან, რომლებიც პოსტებს წერდა - ტარიელ კაკაბაძე
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შსს პასუხობს და არასწორს უწოდა უწყების განცხადებას, თითქოს, 12 წლის დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა წინასწარ იცოდნენ, რომ გაუჩიანრებული ბიჭის FB გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი უნდა გამოქვეყნებულიყო.
კაკაბაძე ირწმუნება, რომ ამ ამბის შესახებ მას წინსწრებით ინფორმაცია არ ჰქონია და მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ფეისბუქ გვერდმა - “ნასვმი ჩოჩორი“ სმს-ით შეატყობინა.
ადვოკატის თქმით, ის და მისი თანამშრომლები ყევლაფერს აკეთბდნენ იმისთვის, რომ არნიშნული ფეისბუქ გვერდის უკან მდგომი ადამიანის ვინაობა გაერკვიათ, უფრო მეტიც, მათ საგამოძიებო ორგანოს, კონკრეტულად გამომძიებელს, მიაწოდეს ინფორმაცია, იმ სქრინების თაობაზე, რომელიც გაუგზავნეს და კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ.
შსს აკეთებს ცრუ განცხადებას, თითქოს, მე ვიყავი აღნიშნული პოსტის უკან, - ამბობს კაკაბაძე.
რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქზე დამიკავშირდა პიროვნება, პროფილიდან, რომლის სახელწოდებაც არის “ნასვამი ჩოჩორი“, და მითხრა, რომ ის მუშაობდა ამ საქმეზე, აკეთებდა ყველაფერს, რომ რაღაც ინფორმაციები შეეგროვებინა და მე მომაწვდიდა ინფორმაციებს, რათა დამხმარებოდა, რა თქმა უნდა, მე მას თანხმობა განვუცხადე. შევდივარ FACEBOOK - ში და აღნიშნული პროფილი მიგზავნის მესიჯს, სადაც წერია, რომ ბატონო ტარიელ, რომ იცოდეთ, ჩვენ დავდეთ აღნიშნული პოსტი, რომ პროკურატურა გამოფხიზლებულიყო. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა მეც, ჩემი თანამშრომლებიც, ვაკეთებდით ყველაფერს, გაგვერკვია, ვინ იყო ეს “ნასვამი ჩოჩორი“, ვინ იყო იმ ფეიკ - ექაუნთების უკან, რომლებიც გარკვეულ პოსტებს წერდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო ორგანოს, კონკრეტულად გამომძიებელს, პროკურორს, მივაწოდეთ ინფორმაცია, იმ სქრინების თაობაზე, რომელიც გამომიგზავნა, აღნიშნულმა პიროვნებამ და მოვითხოვეთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ამ ინფორმაციას, ჩვენ ვაწვდიდით გამოძიებას, დღეს კი ვხედავ, რომ შსს აკეთებს ცრუ განცხადებას, თითქოს, მე ვიყავი აღნიშნული პოსტის უკან, - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
- უწყების ცნობით, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.