ასე გამოიყურება ზემოდან აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი - "ტვ პირველის" მიერ გადაღებული დრონის კადრები (ვიდეო)
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში - "ტვ პირველმა" დრონით კორპუსის ზედა კადრები გადაიღო .
ვიდეოშ ჩანს, რომ ჩანგრეულია ორი სართულშორისი ფილა, მეხუთე სართული გადახურვა, მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის ფილა და სავარაუდოდ მეოთხე და მესამსართულს შორის ფილა.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ: