გერმანიის საელჩო "რუსთავი 2-ს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გერმანიის საელჩო რუსთავი 2-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - დიპლომატიური უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ტელევიზიამ არასწორად გააშუქა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა გერმანიის საელჩოში.
"პრესის თავისუფლება და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს" - მიმართავს რუსთავი 2-ს საელჩო გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტების გადამოწმება: გერმანიის საელჩოში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა რუსთავი 2-ის მიერ არასწორად იქნა წარმოდგენილი.
მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორთან ღია დიალოგის გზით ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ. ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი.
Rustavi 2 • რუსთავი 2 პრესის თავისუფლება და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება. არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის საზოგადოებრივ დისკურსს და ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და გერმანიას შორის".- წერია გავრცელებულ განცხადებაში.