ჰყავდათ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მამა გამოკითხვაზე?
აღძრულია თუ არა საქმე ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ? - ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური წერილის შემდეგ, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ "მამის დაჭერით ემუქრებიან", "პირველები" დაიტერესდა, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ან დაკითხულია თუ არა დაკავებული მაღალჩინოსნის მამა.
ამ კითხვებით "ტვ პირველმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, თუმცა სუს-ი ამ დრომდე დუმს და არაფერს ამბობს.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".
ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
ასევე ნახეთ:
- ღარიბაშვილი: მემუქრებიან მამის დაჭერით
- მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ - ღარიბაშვილი ხელისუფლებას მიმართავს