რა ფასად ჰყიდდნენ თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილ ბენზინს და ვის მოხმარდა საწვავი

21.08.26 15:34
რა ფასად ჰყიდდნენ თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილ ბენზინს და ვის  მოხმარდა საწვავი

თბილისიდან შეტანილ ბენზინს ოკუპირებულ აფხაზეთში 4 ლარად და 40 თეთრად ყიდდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გალის ტელევიზია ავრცელებს.

ირკვევა, რომ საწვავი, რომელიც “ქართული ოცნების“ მტკიცებით გალის ქართული მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი, მთელს რეგიონზე გადანაწილდა.

ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო გაამძაფრა მანადმე არსებული კითხვები, ვის მოხმარდა საწვავი და იყო თუ არა ის რუსული სამხედრო ნაწილებისთვის განკუთვნილი, რომელიც საქართველოს დროებით ოკუპირებულ ნაწილშია ბაზირებული.