მამაჩემი 6 დღე ჰყავდათ კარანტინში, მის ადგილას ბევრი ვერ გადარჩებოდა - გოგი ჩახუნაშვილის შვილი

21.08.26 13:33
მამაჩემი 6 დღე ჰყავდათ კარანტინში, მის ადგილას ბევრი ვერ გადარჩებოდა -  გოგი ჩახუნაშვილის შვილი

 

 

ექიმ გოგი ჩახუნაშვილის შვილი, დავით ჩახუნაშვილი ადასტურებს, რომ კარანტინში გაუსაძლისი პირობებია და ეს მისმა მამამ სკუთარ თავზე გამოსცადა.

დავით ჩახუნაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ, ვიდრე საკანში გადაიყვანდნენ, 6 დღე გაატარა კარანტინში და ბევრი მის ადგილას ვერ გაუძლებდა იმ პირობებს, რაც იქ დახვდა.

გარკვეული ინფორმაციები, რასაც ზვიად ცეცხლაძე წერილში აჟღერებს, ნამდვილად შემაშფოთებელია. მეც შემიძლია, დავადასტურო, რომ მსგავსი ინფორმაციები ჩვენც მოგვდის. ზვიადმა ახსენა საკანიც, იზოლატორიც, კარანტინიც - სამივე ადგილას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატასტროფული სიტუაციაა. კარანტინში, როდესაც მამაჩემი 6 დღე ჰყავდათ, ვიდრე საკანში გადაიყვანდნენ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი 72 წლის ადამიანი, მამაჩემის ადგილას რომ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გადარჩებოდა. უჰაერობაა, მინიმალური ჰიგიენური პირობები არ არის, ხოჭოები, ტარაკნები, არანაირი თეთრეული, - ამბობს დავით ჩახუნაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ ზვიად ცეცხლაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით ერთი ადამიანი გამოყო, რომელსაც, მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. 

მსგავსი სიახლეები