ბათუმის აეროპორტში მგზავრის ბარგში 300 აბზე მეტი „მდმა“ ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

22.08.26 12:23
ბათუმის აეროპორტში მგზავრის ბარგში 300 აბზე მეტი „მდმა“ ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.