კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან 7 თვეში ბიუჯეტში 2 მილიონზე მეტი შევიდა

22.08.26 17:39
კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან 7 თვეში ბიუჯეტში 2 მილიონზე მეტი შევიდა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2.007 მლნ ლარი შეადგინა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 007 127 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 232 133 ლარის აკუმულირება მოხდა.

  • ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 7 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში 353 915 403 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში 223 865 716 ლარი.

მოსახლეობის თქმით, ავტობუსებში აპარატებზე ბარათებს ატარებენ, თუმცა ხშირად შემოწმებისას ხშირია ფაქტები როცა გადახდა დაფიქსირებული არ არის. ამიტომაც მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ ავტობუსებში დამონტაჟებული ელექტრონული ტერმინალები გაუმართავია.

ოპოზიცია გაზრდილ ჯარიმებს კორუციას უკავშირებს და ხალის ძარცვაზე საუბრობს. 

ქვეყანაში არის ურბანული გენოციდი და სატრანსპორტო კოლაფსი. აი ამის ფონზე ხალხისგან მაქსიმალურად მეტი თანხის ამოღება ხდება. ეს არის მოსახლეობის მაქსიმალურად დიდ წნეხში გატარება და ამ ფონზე გამდიდრება ისედაც კორუმპირებული ჩინოვნიკების. არ უმჯობესდება ხარისხი, იზრდება მხოლოდ ჯარიმები და იზრდება კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანაში", - ამბობს "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა. 

ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.