პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას "რუსოფობიური" და "ნეონაცისტური" უწოდა
ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას "რუსოფობიური" და "ნეონაცისტური" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "რუსეთი ყველაზე რთულ პირობებშიც კი არ დაიხევს უკან და არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს".
„გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია და რაც უფრო რთულია მოწინააღმდეგისთვის ფრონტზე არსებული სიტუაცია, მით უფრო სასტიკ, ბარბაროსულ თავდასხმებს ახორციელებს კიევის რეჟიმი. სწორედ ამაშია ნეონაცისტური, რუსოფობიური არსი იმ ძალის, ვისაც ჩვენ ვებრძვით" - თქვა პუტინმა.
პუტინი ამბობს რომ, ახლა ერთიანობაზე და რუს ჯარისკაცებზეა ყველაფერი დამოკიდებული.
ამავე ყრილობაზწე სიტყვით გამივიდა დიმიტრი მედვედევიც, რომელიც უფრო შორის წავიდა და უკრაინას „ფანტომური ქვეყანა“, ხოლო უკრაინელებს „მორალური გადაგვარებულები“ უწოდა.
მედვედევმა იერიში მიიტანა ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებზეც და მათ „ფაშისტების პირდაპირი შთამომავლები და იდეოლოგიური მემკვიდრეები“ უწოდა.