ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში ცხედარი იპოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია - მასალა განახლდება.
მსგავსი სიახლეები
21.11.26 10:45
თურქეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ შექმნეს - რას ითხოვენ ანკარისგან
მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებისგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაცემული ე.წ. პასპორტების აღიარებასა და რეგიონთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დამყარებას მოითხოვენ.