მუხრანში, ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

27.08.26 12:25
მუხრანში, ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მუხრანში, ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს

ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. 

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებებმა ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად ორი პირის მიმართ ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად, ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები