გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრმა სანამ არ დაგუგლა, მანამდე რომეო მიქაუტაძე ვინ იყო არ იცოდა - პროკურორი

27.08.26 16:18
გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრმა სანამ არ დაგუგლა, მანამდე რომეო მიქაუტაძე ვინ იყო არ იცოდა - პროკურორი

სუს-ის ექს-შეფის საქმე - გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი სასამართლოში ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა დაცვის მხარის ორი მოწმე, მესამე მოწმის დაკითხვა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურმა - მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ, საუბარია გრიოგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრზე, რომელიც დღეს დაცვის მხარემ პროცესზე იმის დასასაბუთებლად მიიყვანა, რომ რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამდვილად არ ყოფილა, სანდო მოწმე არ არის, რადგან ის რომეო მიქაუტაძეს საერთოდ ვერ ცნობდა. 

"ამ ადამიანმა არ იცოდა რომეო მიქაუტაძე ვინ იყო და მხოლოდ მას შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი რომეო მიქუტაძე ვინ იყო, რაც დაგუგლა" - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი. 

დაიკითხა დღეს ორი მოწმე. ერთ-ერთი მათგანი იყო მაგთიკომის წარმომადგენელი. გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით, შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ ერთი და იგივე ლოკაციას, ამ შემთხვევაში სუს-ზეა საუბარი, ფიქსირდება რომეო მიქაუტაძის და გრიგოლ ლილუაშვილის ყოფნა. იმ პერიოდებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, რაც კავშირშია თანხის გადაცემასთან. მოწმემ ისაუბარა იმასთან დაკავშირებით, რომ ანძები არის უამრავი საქართველოში. თბილისში განსაკუთრებით, შესაბამისად, პრიორიტეტში, როდესაც პიროვნება მის ხელთ არსებული ტელეფონით იმყოფება ამა თუ იმ ლოკაციაზე, პრიორიტეტულად უჩვენებს იმ ანძის ლოკაციას, რომელიც არის მისთვის უახლოესი, ამ შემთხვევაში, თორემ ზოგადად თეორიული დაშვება გააკეთა იმისი, რომ ღია ველზე და სადრაც მთაში შესაძლოა, ერთადერთი ანძა იდგეს და ეს არის იყოს ლოკაციის განმსაზღვრელი. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც თბილისზე და ვაჟა-ფშაველაზე ვსაუბრობთ, მსგავსი თეორიის დაშვება ძალიან მცირე თეორიის მატარებელია. 

ბრალდებული საერთოდ გამორიცხავს, რომ ამ შენობაში საერთოდ მასთან იქნებოდა რომეო მიქაუტაძე, თუმცა ფაქტი სახეზე არის, რომ რომეო მიქაუტაძე ამ შენობაში ნამყოფი არის არაერთხელ. რაც შეეხება მეორე მოწმეს, დაიკითხა გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი. მოწმემ განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნანახი არ ჰყავდა, თუმცა შემდეგ დამაზუსტებელ კითხვებით გაირკვა, რომ ამ ადამიანმა არ იცოდა რომეო მიქაუტაძე ვინ იყო და მხოლოდ მას შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი რომეო მიქუტაძე ვინ იყო, რაც დაგუგლა ადვოკატის მიერ გამოკითხვისას და რაც  სატელევიზიო სირცეში შემდგომ აქტუალური გახდა ეს საკითხი. შესაძლოა ამ ადამიანს არ ახოვდეს და ვერ ემახსოვრება რომეო მიქაუტაძე ნანახი ჰყავს თუ არა, თუმცა ჩემთვსი სარწმუნო არ არის ის, რომ ამ ჩვენების გამო, სუს-ში რომეო მიქაუტაძე ნამდვილად არ ყოფილა. გარდა ამისა, ამავე მოწმემ განაცხადა სხვათაშორის, რომ არც სოსო რამიშვილი არ უნაახვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, და ესეც დადგენილია, რომ სოსო რამიშვილი სუს-ში მათ შორის ბრალდებულთან არის ნამყოფი, ამას თავად ბრალდებულიც არ გამორიცხავს", - აცხადბეს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები