სად არ უნდა გააგრძელოთ სწავლა? - განათლების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

27.08.26 16:27
სად არ უნდა გააგრძელოთ სწავლა? - განათლების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

სად არ უნდა გააგრძელოთ სწავლა? - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს არ შეიტანონ განაცხადი „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში არაავტორიზებულ სხვა დაწესებულებებში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ვრცლდება ინფორმაცია. 

სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე:

მსგავსი სიახლეები