პატიმრობიდან გათავისუფლებული დავით ხომერიკის პირველი კომენტარი "პირველებთან"
პატიმრობიდან გათავისუფლებული დავით ხომერიკი "პირველებთან" ციხიდან გამოსვლის პირველ წუთებს იხსენებს. მისი თქმით, შეწყალების შესახებ საღამოს საათებში აცნობეს, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო.
ხომერიკი ყვება, რომ გარეთ გამოსულს ფული არ ჰქონდა და ტაქსისტმა სახლამდე უფასოდ მიიყვანა.
ასე უცაბედად, შემოვიდა მეთაური პერსონალი და "ს ვეშამიო" და უცებ შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით და რავი, არ გვჯეროდა... დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებენ იქაორობას და მალე ჩაეხუტებიან ოჯახის წევრებს.
ანდრო ჭიჭინაძე იყო ჩვენთან ერთად, ირაკლი მიმინოშვილი - ჩვენი ღიმილა ბიჭი. გიორგი მჭედლიშვილს საერთოდ არ იცნობთ...
15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს. მერე მაცქარებდნენ, მეთქი- ორი წუთი კიდევ დავრჩები, რომ დავმშვიდობებოდი ბიჭებს და მერე უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე და შემდეგ უკვე გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ იყო...
უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ჩემს ძმას გავძახე ქვევიდან "ზუკა!"-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა ზევიდან, რომელი ხარო და მთელი უბანი შეძრა. მამამ ვერ გაიგო, წირვაზე იყო, - ამბობს ადვით ხომერიკი.
ხომერიკს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.