ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს - არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)

28.08.26 16:49
ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს - არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)

ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს - ასე ეხმაურება პატრიარქ შიო მესამის დღევანდელ ქადაგებას არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი).

 სასულიერო პირი ამბობს, რომ  ჯვარზე გაკრულ ქრისტესაც არ დავიწყებია დედა - "შიო მესამე კი ღვთისმშობლობას მეუბნება,რომ ჩემს ავადმყოფ დედაზე არ ვიზრუნო,მედიკამენტებით ტკივილი არ შევუმსუბუქო,დიალეზზე კვირაში სამჯერ არ ვატარო".

ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრუნე დედაჩემზე , როგორც შენს დედაზეო. და მოწაფე ზრუნავდა მარიამზე თვით სიკვდილამდე. შიო მესამე კი ღვთისმშობლობას მეუბნება,რომ ჩემს ავადმყოფ დედაზე არ ვიზრუნო,მედიკამენტებით ტკივილი არ შევუმსუბუქო,დიალეზზე კვირაში სამჯერ არ ვატარო. პირდაპირ კუბო უყიდეო. ჰოი საოცრება,არცერთ წმინდა მამას არ უთქვამს მომაკვდავ ადამიანზე არ იზრუნოო,შეიძლება ბევრი წმინდა მამა საკუთარ ავადმყოფობაზე არ ზრუნავდა,მაგრამ სხვისი სნეულების მიმართებით უზრუნველი არავინ ყოფილა.
აბა დოროთეს თავისი მოწაფე დოსითე ეტყვის,მითხრეს,რომ ჩემს ავადმყოფობას თოხლო კვერცხი შველისო და არ მომცე, რადგან გულითქმა მაქვსო,(კვერცი მიღების.)
აბა დოროთე დაეთანხმა,თოხლო კვერცხი არ მისცა,რადგან მოწაფემ თხოვა,მაგრამ წერია, აბა დოროთე სხვა უკეთეს საშუალებებს ეძებდა,რომ მოწაფისთვის ემკურნალა.
არ ვიცი,ან მე მიშველეთ ან შიო მესამეს,ჩვენ ორიდან რომელიმე მართლა ცუდად არის", - წერს არქიმანდრიტი. 

პატრიარქმა შიო მესამემ დღევანდელ ქადაგებაში თქვა: "მესამე დაბადების“ გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება".