რუსეთის მოქალაქის მკვლელობა თბილისში - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
რუსეთის მოქალაქის მკვლელობა თბილისში - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე, მკვლელობა დღეს, 28 აგვისტოს მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა — მისი საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება.