ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის" პრემია მიენიჭა
ნინო ხარატიშვილს გერმანიის ქალაქ ფულდის 2026 წლის უმნიშვნელოვანესი ვინფრიდის პრემია მიენიჭა. ჯილდო ქართველმა მწეერალმა “რუსული იმპერიალიზმის ფონზე ევროპული იდეისა და თავისუფლების დაცვის საქმეში თავისი მტკიცე პოზიციისთვის“ მიიღო. პრემია ხარატიშვილს 13 სექტემბერს ფულდში გადაეცემა.
ჟიურის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ნინო ხარატიშვილი საკუთარი ნაწარმოებებით იკვლევს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგებს და დასავლურ საზოგადოებას აფიქრებს ერთიანი ევროპული აზროვნებისა და კულტურული მიღწევების შენარჩუნების აუცილებლობაზე.
ვინფრიდის პრემიას უკვე წლებია აძლევენ ისეთ ადამანებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით იცავენ ადამიანის უფლებებს ევროპაში და ხალხთა შორის ურთიერთგაგებას უწყობენ ხელს.