მუქარებს ვიღებთ, მეუბნებიან, დაურ ბუავას შემდეგ შენ გარდაიცვლებიო - აფხაზი ბლოგერის მეგობარი

29.08.26 13:24
მუქარებს ვიღებთ, მეუბნებიან, დაურ ბუავას შემდეგ შენ გარდაიცვლებიო - აფხაზი ბლოგერის მეგობარი

 

 

გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის მეგობარი და ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ წარმოადგენელი, მიხეილ კვატაშიძე ამბობს, რომ დაურ ბუავას გარდაცვალებსი შემდეგ ისიც იღებს მუქარებს, რომ დაურის შემდეგ ის იქნება შემდეგი. 

მწერენ დაურის შემდეგ შენ გარდაიცვლები, უფრო  აფხაზეთიდან გვიგზავნიან ფეიკები და ტროლები - ამბობს მიხეილ კვატაშიძე "პირველებთან".

რაც შეეხება მუქარებს, ვინც ჩვენს ორგანიზაციაში არის, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიღებთ მუქარებს, დღესაც ვიღებთ მუქარებს, მეუბნებიან მაგალითად, რომ შემდეგი შენ ხარ. დაურის შემდეგ შენ გარდაიცვლები. ოღონდ ეს მუქარები არ სცილდება სოციალურ ქსელებს და პირად შეტყობინებებს. ამ შეტყობინებს უფრო აფხაზეთიდან გვიგზავნიან ფეიკები და ტროლები", - ამბობს დაურ ბუავას მეგობარი.

მიხეილ კვატაშიძის თქმით, გარდაცვალებამდე დაურ ბუავაც იღებდა მსგავსი შინაარსის მუქარებს. 

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ქალს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც  მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.