დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე - "უნდა გაირკვეს, რაიმე პროვოკაცია ხომ არ მოაწყო დაკავებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ"
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული, მას ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ. ბრალდებული ქალისთვის ხელბორკილების დადებამ თბილისში უამრავი კითხვა გააჩინა.
"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას თქმით, უნდა გაირკვეს, რაიმე პროვოკაციის მოწყობას ხომ არ ჰქონდა ადგილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან.
დავითაიასვე განაცხადებით, ახლა აუცილებელია, რომ გამოძიბა მაღალ დონეზე ჩატარდეს, რადგან დაურ ბუავას სიკვდილი სეპარატისტების მხრიდან შეიძლება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
ის ერთი მობილური ტელეფონით უპირისპირდებოდა მთელ ამ პროპაგანდას, რომელსაც აწარმოებდნენ სეპარატისტები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან სპეციალური აგენტები. აქედან გამომდინარე გამოძიობა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს, რომ დადგინდეს, რა მოხდა, რადგან მისი სიკვდილი შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს შსს-მ თქვა, რომ დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამე პროვოკაცია ხომ არ მოაწყო (ამ მოქალაქემ) ან როგორ მოხდა ეს ყველაფერი. რადგან ის მუქარები რაც იყო მის მიმართ აჩენს ეჭვს, რომ რაღაც ოპერაცია შეიძლება განხორციელებულიყო მის წინააღმდეგ", - ამბობს პაატა დავითაია.
იმას რომ დაურ ბუავას ბევრი მტერი ჰყავდა და შესაძლოა მათ აფხაზი ბლოგერისთვის რაიმე პროვოკაცია მოოწყოთ, ამაზე საუბრობს "პირველებთან" ნუკრი ნოდია. "მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებელის თქმით, როცა სეპარატისტების რეჟიმი მტრად გაცხადებს, მაშინ არაფერია გამორიცხული.
მტრებიც ბევრი ჰყავდა, იმიტომ, რომ ბევრია, ვისაც არ უნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ის იყო გამოცხადებული სეპარატისტების მხრიდან მტრად და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ვერსიები ბევრი არის, თუმცა წინასწარ არ მინდა ლაპარაკი, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი ექსპერტიზის მხრიდან. როცა ამ თემებით მუშაობდა, როცა სეპარატისტების რეჟიმი შენ მტრად გაცხადებს, რა თქმა უნდა, მას ყველაფრის მოლოდინი ჰქონდა", - აცხადებს ნუკრი ნოდია.
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ქალს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება.
შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.