ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო დენის კულანინის ქვეყნიდან გაძევების შესახებ

29.08.26 16:32
ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო დენის კულანინის ქვეყნიდან გაძევების შესახებ

სასამართლო დენის კულანინის ქვეყნიდან გაძევების შესახებ ხვალ, 30 აგვისტოს იმსჯელებს - ამის შესახებ "პირველებს" მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული აქტივისტის ადვოკატი აწვდის. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო შჩერბაკოვას დაეწერა. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

უფლებადამცველები სასამართლოს დენის კულანინის მისი წარმოშობის ქვეყნის (რუსეთის) ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართავენ.

დენის კულანინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული და რუსეთში დეპორტაცია ემუქრება. დღეს ცნობილი გახდა, რომ შეწყალებული პატიმარი საამიგრაციოში მშრალ შიმშილობაზე.  

  • ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

მსგავსი სიახლეები