სოფელ თვალივში მეწყერი ჩამოწვა - დატბორილია სახლები და დაზიანებულია გზები
სოფელ თვალივში მეწყერი ჩამოწვა - დუშეთის მუნიციპალიტეტში დატბორილია სახლები, განადგურებულია მოსავლის ნაწილი და დაზიანებულია გზები. მოსახლეობას დაუზიანდა საკარმიდამო ნაკვეთებიც.
ძლიერი წვიმის გამო ღამით მდინარე ადიდდა და მთაში დაგუბდა - ქვა-ღორღი მთიდან სოფელშია ჩამოტანილი. მოსახლეობა ღამით დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მაშველები მათთან დროულად მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ჟინვალი-ბარისახო- შატილის გზაზ, რომელიც მათ უნდა გაევლოთ, ჩახერგილი იყო.
სადღაც 20:15 საათზე დაიწყო პატარა სეტყვა, მერე დაიწყო ძალიან ძლიერი წვიმა. ეს მოვარდნა კიდე 21:30-ზე იყო. ძალიან დიდი ხამა იყო. 23-24 საათზე ყველამ გამოვიფხიზლეთ დიდიან-პატარიანად და გარეთ გამოვედით. გადავედით ისეთ ადგილას, სადაც უსაფრთხო იყო. სამაშველო გამოვიძახეთ, მაგრამ იქითკენ მეწყერი იყო ჩამოსული და ვერ მოდიოდნენ.
წყალი შემოგვივიდა სახლებში, მაღაზიებში. ახალი გაკეთებული რემონტი გაგვიფუჭა", - ამბობს მოსახლე.
სოფელ თვალივში ცენტრალურ გზებში ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა ოჯახთან მძმე ტექნიკა ჯერ არ ასულა და სოფლის მაცხოვრებლებს თავიანთი სახსრებით უწევთ პრობლემებთან გამკლავება.