"ქოცებო "თქვენს საქართველოში" უცნობს გონია, რომ ნანი ბრეგვაძის დამცირება შეუძლია" - პროპაგანდა ლეგენდარული მომღერლის წინააღმდეგ

29.08.26 17:50
"ქოცებო "თქვენს საქართველოში" უცნობს გონია, რომ ნანი ბრეგვაძის დამცირება შეუძლია" - პროპაგანდა ლეგენდარული მომღერლის წინააღმდეგ

 

 

სუხიშვილების და ნინო ქათამაძის შემდგ, პროპაგანდამ სამიზნეში ლეგენდარული ქართველი მომღერალი ამოიღო. 

"ოცნების" პროპაგანდისტმა "უცნობმა" ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ "ოფენ ეარს" "ეი აის" მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით "დასცინა".

"ნანი ❤️ ოფენ ეარზე 2027 🤣🤣🤣🤣" - წერს "უცნობი" და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ლეგენდარული მომღერლის გარდა წარმოდგენილები არიან, ლაშა ბუღაძე, ნიკა მემანიშვილი, ქეთი დევდარიანი, ნინია კაკაბაძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია ნანუკა ჟორჟოლიანი და სამოქალაქო აქტივისტები.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია. 

"ქოცებო "თქვენს საქართველოში" უცნობს გონია, რომ ნანი ბრეგვაძის დამცირება შეუძლია" - წერს გვარამია. 

უყურეთ ქოცებო, ესაა თქვენი ქართველობა: "თქვენს საქართველოში" უცნობს გონია, რომ ნანი ბრეგვაძის დამცირება შეუძლია. საბედნიეროდ, საქართველო ჩვენია და თქვენი სამარცხვინო ტოქსიკური საზოგადოების მიღმა ნანი ბრეგვაძე ლეგენდაა და ყველას გვიყვარს. 

არა, მაინც რა უნიჭოა ტიპი, რა უბედურებაა ეს :( ეს დასაცინი ფარჩაკობა მაგისგანაც კი ნამეტანია :))) ან ვისთვისაა ეს ვიდეო, რა კატეგორიაზეა გათვლილი? ჩემთვის ნამდვილად არის - ძალიან გამამხიარულა :))))

ამ დროს მე, ნიკა, ლაკა და ზურა ციხეში ვართ, როგორც ჩანს, თორემ ბეკვოკალში ვიდგებოდით ალბათ 🤣 

ps ყველაზე მეტად მაინც Keti Devdariani არფაზე და Ninia Kakabadze ფლეიტაზე გამიკვრიდა. ჩემი აზრით, ჩვენი არყოფნის პირობებში თქვენ უნდა მდგარიყავიტ ბეკებში Eka Kvesitadzeთან ერთად, ვითარცა ტრიო ღანძილი", - წერს ნიკა გვარამია.