დაკავებულ ქალს დაურთან არაფერი ჰქონია - ბუავას ყოფილი მეუღლე გარდაცვალების შესახებ შსს-ს ვერსიას კატეგორიულად უარყოფს

29.08.26 18:59
დაკავებულ ქალს დაურთან არაფერი ჰქონია - ბუავას ყოფილი მეუღლე გარდაცვალების შესახებ შსს-ს ვერსიას კატეგორიულად უარყოფს

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების შესახებ შსს-ს ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბუავა ნარკოტიკების მომხმარებელი არ ყოფილა.

ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ არხზე წერს, რომ ბოლო პერიოდში დაურს ცხივირიდან ძლიერი სისხლდება და სხვა ჯანმრთელბის პრობლემები ჰქონდა.

"დაურს გართობა უყვარდა, მაგრამ ნარკომანი ის არასოდეს ყოფილა" - ამბობს ნინო ცხოვრებაძე. 

ამასთან, ქალი საუბრობს გარდაცვლილი ბლოგერის გარემოცვის შესახებ და ამბობს იმასაც, რომ ბუავამ გარდაცვალებამდე მას ბევრი რამ უამბო.

"დაურს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია" - წერს ნინო ცხოვრებაძე. 

ის დაკავებულ ქალზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მის ყოფილ ქმარს აღნიშნულ პირთან არაფერი ჰქონია.

ჩემი  დილა შოკისმომგვრელი ამბებით იწყება, მე ამ გოგოს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, დაურს მასთან არაფერი ქონია. ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ძალიან ცუდი ქონდა, ხან წნევა აწუხებდა ხან ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ხშირად სტკიოდა თვი... ვეუბნებოდი სავადმყოფოში წასულიყო დ საკუთარი ჯანმრთელობა შეემოწმებინა მაგრამ არ ამოწმებდა. დაურს გართობა უყვარდა,შეეძლო კლუბში წასულიყო ან ბარში, მაგრამ ნარკომანი ის არასოდეს ყოფილა

ნარკომანი კი არა ისს.. არ გაბედოთ ამაზე სიტყვის დაწერაც!! გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაურმა ძალიან ბევრი რამ მომიყვა, ზუსტად ვიცი რას ფიქრობდა და ვინ რას აკეთებდა!! მის გარემოცვას ძალიან ვურჩევ,ჩემტან უფრო ფრთხილად იყვნენ და ნუ ეცდებიან, რამე მე დამაბრალონნ !!

დაურს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია. მისი უახლოესი გარემოცვა ცდილობს, ამ ამბით საკუთარი თავის პიარი გაიკეთოს. ძალიან მწყდება გული, რომ დაური ამ ყველაფერს ვერასოდეს ნახავს. თუმცა, სიცოცხლეშიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდა, ვისთან ერთადაც მუშაობდა", - წერს ტელეგრამზე ნინო ცხოვრებაძე. 

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ქალს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც  მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

 

მსგავსი სიახლეები