სტიქია ახალქალაქში - დაზარალდა ათობით სოფელი, დაიტბორა გზები და სახლები (ვიდეო)
ძლიერი სეტყვა და უხვი ნალექი იყო დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - სტიქიის შედეგად ათობით სოფელი დაზარალდა.
დატბორილია გზები - გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წყალი ცენტრალურ ქუჩებზე უკონტროლოდ მიედინება.
მოსახლეობა ამბობს, რომ სახლების პირველ სართულებზე და სარდაფებში წყალი ჩაუვიდათ.
მოსახლეობის თქმით, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო მიწები და მოსავლის ნაწილი.