პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ - ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, რატომ ვატარებთ სამხედრო ოპერაციას

29.08.26 19:51
პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ - ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, რატომ ვატარებთ სამხედრო ოპერაციას

მოსკოვის პედაგოგიურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არქტიკაში ვეშაპების მიერ დათვების შეჭმაზე ილაპარაკა.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა მას თეთრი დათვები და შემდგომ ახსენა, რომ ვეშაპები თავს ესხმიან დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დააკავშირა.

"ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" - თქვა პუტინმა. 

„იქ მახლობლად ცელნამგალა ვეშაპები ცხოვრობენ. ისინი მაგ დათვებს ჭამენ, როგორც არაფერი. კი, უბრალოდ თავს ესხმიან ასეთი ხროვით - ბუმ! - და გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. კი-კი-კი, ასეთი კვებითი ჯაჭვია.

ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს],” - განაცხადა პუტინმა.